დემირელის კერძო კოლეჯის მოსწავლე ლუკა დემეტრაშვილი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ქართველმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტიდან 4 წლიანი დაფინანსება Presidential scholarship მოიპოვა. ლუკას არჩევანი Manhattan College-ზე შეჩერდა, სადაც იგი მედიცინის განხრით მიიღებს შემდგომ განათლებას. მისი წლიური დაფინანსება 42 000 აშშ დოლარს შეადგენს. ჯამში კი ფინანსური გრანტის სახით ქართველი მოსწავლე 4 წლის განმავლობაში 160 000 აშშ დოლარს მიიღებს. როგორც ლუკა ამბობს, მისი მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეიროქირურგიის პროფესიას დაეუფლოს და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.
„Manhattan college არის Liberal Arts College, ანუ თავისუფალ მეცნიერებათა კერძო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებს დიდი ხანი ვაკვირდებოდი, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევისას ყურადღება გავამახვილე მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციას. ასევე მომეწონა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. დამაინტერესა უნივერსიტეტში არსებულმა სპორტულმა აქტივობებმაც. ვფიქრობ სხვა შემოთავაზებულ კოლეჯებს შორის, სადაც ასევე შემეძლო სწავლის გაგრძელება საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“. – განაცხადა ლუკა დემეტრაშვილმა. ლუკა ამჟამად დამამთავრებელ კლასშია. დაწყებითი განათლება სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ მიიღო. ხოლო მეშვიდე კლასიდან სწავლა დემირელის კერძო კოლეჯში გააგრძელა, სადაც საბუნებისმეტყველო საგნებს ინგლისურ ენაზე სწავლობდა. იგი დღემდე აქტიურადაა ჩართული სკოლის სხვადასხვა აქტივობებში. საკუთარ წარმატებებსაც სწორედ საქართველოში მიღებულ საფუძვლიან განათლებას უკავშირებს.
fortuna.ge
No comments:
Post a Comment