Pages

Wednesday, April 26, 2017

„ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას პირს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოერთმევა“

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას პირს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოერთმევა. 
ამის შესახებ, რადიო პალიტრას გადაცემა „საქმეში“ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა. 

"იმ შემთხვევაში თუ პირს მართვის მოწმობის დაბრუნება 1 წელზე ადრე სურს, შეუძლია ჩამორთმევიდან 3 თვის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის გამოცდა ახლიდან ჩააბაროს ან საპატრულო პოლიციის დირექტორს განცხადებით მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ დირექტორი გადაწყვეტს, რომ მოქალაქე პატიოსანი მძღოლია და მოძრაობის წესებს არ არღვევს, პირი ჯარიმას - 1 000 ლარის ოდენობით გადაიხდის და მართვის მოწმობას დაიბრუნებს,“- განაცხადა ლალიაშვილმა. 

მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, ქულების ჩამოკლება ხდება მხოლოდ ავტომობილის გათხოვების შემთხვევაში. კერძოდ, 30 ქულა ჩამოაკლდება ავტომობილის მფლობელს, რომელიც ავტომანქანას სხვა პირს ათხოვებს, ის კი ნასვამი აღმოჩნდება საჭესთან. თავად მძღოლს კი,  ვინც ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართავდა ავტომობილს, მართვის მოწმობა1 წლით ჩამოერთმევა. 

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყანაში 100-ქულიანი მართვის მოწმობის სისტემის დანერგვას. ახალი ქულათა სისტემა 1 ივლისიდან შევა ძალაში.

bpn.ge

No comments:

Post a Comment