Pages

Saturday, April 29, 2017

71 წლის შემდეგ, მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში 8 მაისს გადმოასვენებენ

71 წლის შემდეგ, 27 წლის გმირის, ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ.
„8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც კი სამხედრო ბალდახინით თბილისში გადმოასვენებენ“ - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძემ  გადაცემა "ჩვენი დილა"-ში განაცხადა.
ტყემალაძის თქმით,  მირზა გელოვანის საფლავს  1979 წელს მიაკვლია, როდესაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სმოლენსკის ოლქში იმყოფებოდა.

„ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ბელარუსის მხარესთან. ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ." - განცხადა ტყემალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ამ ფაქტის ამსახველ ფილმს გადაიღებს.

გადმოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით იხილავს.

ქართველი პოეტი, კაპიტანი მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

დივიზია, რომელშიც მირზა გელოვანი იბრძოდა ამ სოფელში გერმანელებთან შეტაკებისას თითქმის მთლიანად განადგურდა.  ქართველი კაპიტანი სანიკის მცხოვრებლებმა მიწას მიაბარეს.

მირზა გელოვანის ნეშტს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში 9 მაისს დაკრძალავენ.
ipress.ge

No comments:

Post a Comment