Pages

Saturday, April 22, 2017

ძლიერი ქარი თბილისში - ათონელის ქუჩაზე სახლის სახურავი და მანქანა დაზიანდა

ძლიერი ქარი თბილისში - ათონელის 27 ნომერში სახლის სახურავიდან რკინის ფილები ჩამოცვივდა და ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც მანქანა დაზიანდა. 
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მაცხოვრებლების თქმით, შენობა ავარიულია და ის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ადგილობრივების განცხადებით, მათი თხოვნის მიუხედავად, რომ საცხოვრებელი შეკეთდეს, სამინისტროდან პასუხს არ სცემენ. 
მომხდარს თბილისის მერი გამოეხმაურა.
„ჯერჯერობით არსებითი დაზიანებები არ გვაქვს, ერთია ძველი სკოლის ტერიტორია, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულები არიან მთაწმინდის რაიონში, სახურავის ნაწილი ახადა, რაიონული გამგეობა ადგილზეა, რათა მოაწესრიგონ. წაქცეულია რამდენიმე ხე,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 
წყარო: rustavi2

No comments:

Post a Comment