Pages

Saturday, April 29, 2017

მეცნიერები: მეორე ენის შესწავლა ტვინის დაბერების პროცესს ანელებს

მეორე ენის შესწავლა თავის ტვინზე ზრდასრულ ასაკშიც კი დადებითად მოქმედებს, - ამ დასკვნამდე ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მათ 11 წლის ასაკში ექსპერიმენტში მონაწილე 262 ადამიანის ტვინის სხვადასხვა ფუნქცია შეისწავლეს და შედეგები მრავალი წლის შემდეგ იმავე ადამიანების ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს შეადარეს. აღსანიშანვია, რომ მეორე ექსპერიმენტის დროს მონაწილეები 70 წლის ასაკში იყვნენ. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ იცვლებოდა მათი შემეცნებითი უნარები ამ წლების განმავლობაში.
დასაწყისში კვლევის ყოველი მონაწილე ერთ ენას ფლობდა. 262-დან 195-მა მონაწილემ მეორე ენა 18 წლის ასაკში შეისწავლა, ხოლო დანარჩენები სხვა უცხო ენით უფრო დიდ ასაკში დაინტერესდნენ.
შედეგების თანახმად, ისინი, ვინც ორ ან მეტ ენას ფლობს, უფრო განვითარებული გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ეს უნარი განსაკუთრებით კითხვის და ანალიზის დროს ვლინდება.
ამასთან, მტკიცებულება ერთნაირად სწორია მათთვის, ვინც მეორე ენა 18 წლამდე შეისწავლა და მათთვის, ვინც მისი შესწავლა მოგვიანებით გადაწყვიტა.
წინამორბედი კვლევის შედეგების მიხედვით, ორი ენის შესწავლა დემენციით დაავადების რისკს რამდენიმე წლით აჩერებს.
მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მეცნიერები კამათობდნენ, ენის შესწავლისა და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიზეზ-შედეგობრივ კავშირში მდგომარეობდა. საინტერესო იყო რომელი ფაქტორი რომლიდან გამომდინარეობდა -მეორე ენის შესწავლა აუმჯობესებდა გონებრივ შესაძლებლობებს თუ პირიქით, უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანები იყვნენ მიდრეკილნი ენების შესწავლისკენ?
კითხვაზე პასუხი ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას ბაკმა იპოვა. მისი თქმით, კვლევაში მონაწილეებს ექსპერიმენტის შემდეგ გაუუმჯობესდათ კონცეტრაცია, ყურადღება და ზეპირი მეტყველება და ეს აიხსნებოდა არა საერთო გონებრივი განვითარებით, არამედ მეორე ენის შესწავლით.
მიღებულ შედეგებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულება, - დარწმუნებულია პროფესორი ბაკი, - მსოფლიოს მასშტაბით მილიონი ადამიანი სწავლოს მეორე ენას ზრდასრულ ასაკში. ჩვენ კვლევა გვიჩვენებს, რომ ბილინგვიზმმა, რა ასაკშიც არ უნდა მოხდეს ენის შესწავლა, შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ტვინის დაბერებაზე.
-ამასთან, კვლევამ სხვა ბევრი კითხვაც გააჩინა. მაგალითად, შეუძლია თუ არა მეორე ენის შესწავლას იგივე დადებითი ეფექტის მოხდენა ადამიანის კოგნიტურ ფუნქციაზე სიბერეში და აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა მათ, ვინც აქტიურად საუბრობს მეორე ენაზე იმათთან შედარებით, ვინც პასიურად იყენებს ამ ენას?, - განაცხადა ბაკმა.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორის, ალვარო პასკუალ-ლეონეს თქმით, ეს კვლევა გვიჩვენებს გზას ბილინგვიზმისა და კოგნიტური შესაძლებლობებს შორის მომევნო მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის გამოსაკვლევად...
sazogadoeba.ge

No comments:

Post a Comment