ჯორჯ კარლინმა, გასული საუკუნის ცნობილმა სატირიკოსმა, ცოლის სიკვდილის შემდეგ დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.
"
ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, და
დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა.
ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ გვიხარია
ცოტა. გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები,
მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას,
გვყავს ბევრი ექსპერტები, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები, საუკეთესო
მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა. ბევრს სვამთ, ბევრს ვეწევით,
ვხარჯავთ უპასუხისმგებლოთ, ნაკლებს ვიცინით, ძალიან ჩქარა დავდივართ,
ადვილად ვბრაზდებით, ვწვებით დასაძინებლად ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან
დაღლილები, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს
და ვლოცულობთ იშვიათად. გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევაცოტავეთ
ფასეულობები.
ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს ძალიან იშვიათად
და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით,
როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ
სიცოცხლეს წლებს. მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს
გადავდივართ ქუჩაზე ახალი მეზობლის გასაცნობად. ვიპყრობთ კოსმოსურ სივრცეს,
მაგრამ არა სულიერს. ვაკეთებთ მეტს, მაგრამ არა კარგ საქმეებს. ვწმენდთ
ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს. დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა საკუთარი
უარყოფითი მხარე. ვწერთ მეტს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე,
მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვქმნით ახალ
კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას და კოპიებს, ვიდრე ადრე,
მაგრამ ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.
ეს სწრაფი კვების და ცუდი
მონელების დროა, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და
ცუდი ურთიერთდამოკიდებულების. ოჯახური შემოსავლის ზრდის დრო და
განქორწინებების რიცხვის ზრდის დრო. მოკლე დისტანციების დრო, ერთჯერადი
საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი ურთიერთობების, ურთიერთობების
ერთი ღამით; ჭარბი წონისა და ტაბლეტების, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს:
აგვაღზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ. შევსებული ვიტრინებისა და ცარიელი
საწყობების დრო. დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს მოხვდეს
თქვენთან, ამავდროულად ნებას გაძლევთ გააზიაროთ ან უბრალოდ დააწვეთ
"Delete".
დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ,
იმიტომ რომ ისინი სულ თქვენს გვერდით არ იქნებიან. დაიმახსოვრეთ და
მხურვალედ მიიკარით ახლო ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია,
რომელიც შეიძლება გულიდან გასცე და იგი არ ღირს არც ერთი თეთრი.
დაიმახსსოვრეთ და თქვით "მიყვარხარ" მაგრამ მანამ ეს მართლა იგრძენით.
კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუ კი ეს
გულიდან მოდის. დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ
მომენტები, იმიტომ რომ ერთხელ ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით.
იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაიაზროთ
ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ: ცხოვრება იზომება არა
ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი
ემორციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!"
წყარო: ნიუპრესი
No comments:
Post a Comment