Pages

Wednesday, April 26, 2017

საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიის განხილვა სტუ-ში

24 აპრილს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შეხვედრების ოთახი, ადმინისტრაციული კორპუსი) სტუ-ს „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების“ ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“ განხილვა.

ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბატონი ვიქტორ დოლიძე, ხოლო მოდერატორი - ნიკოლოზ მეტრეველი, ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების“ ცენტრის დირექტორი.

No comments:

Post a Comment