9 აპრილის მოვლენებიდან 28 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ტრადიციულად, 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის ღამის ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს თვითმხილველებმა და ისტორიული დღის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკულ ღამეს დაღუპული გმირები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ზღვისპირა პარკში სანთლები დაანთეს, მემორიალი ტიტებით შეამკეს და მანათობელი ფრანები გაუშვეს. შესრულდა ქართული საგალობლები.
No comments:
Post a Comment