Pages

Sunday, April 23, 2017

ისტორიაში პირველად - ქართველმა ქალმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატი მოიგო

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე რიგით მე-18 ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მან დასკვნით, მე-11 ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა ნატალია პოგონინასთან და გაინაღდა ჩემპიონის ტიტული.

აღსანიშნავია, რომ ნანა პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. აქამდე ქართველების მონაგარში 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალია.
ევროპის ჩემპიონატების ისტორია 2000 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს ქართველი მოჭადრაკეებიდან პრიზიორები იყვნენ:
ვერცხლი - სალომე მელია (2013წელი); ნინო ბაციაშვილი (2015 წელი)
ბრინჯაო - მაია ჩიბურდანიძე (2000 წელი); ქეთევან არახამია-გრანტი (2001წელი); სალომე მელია (2014წელი). 
sazogadoeba.ge

No comments:

Post a Comment