Pages

Sunday, April 23, 2017

საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაიცვა.
 

ირაკლი ცირეკიძემ, რუსეთის წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობა დააყენა:
ვაჟა მარგველაშვილი - არდანოვი (-66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი - ხურზევი (-73 კგ)
ზებედა რეხვიაშვილი - სემენოვი (-81 კგ)
ბექა ღვინიაშვილი - მაგომედოვი (-90კგ)
გურამ თუშიშვილი - საიდოვი (100+)
ვაჟა მარგველაშვილმა პირველი დაპირისპირება, არდანოვს, დამატგებით დროში, ვაზარით მოუგო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. რუსებმა წონასწორობა მეორე შეხვედრით აღადგინეს. ხურზევმა შავდათუაშვილი იპონით დაამარცხა.
ზებედა რეხვიაშვილმა სემენოვთან ბოლო წამზე ვაზარით წააგო და რუსეთის ნაკრებს წინ გასცვლის საშუალება მისცა.
ბექა ღვინიაშვილმა წონასწორობის აღდგენა მაგომედოვთან ბრძოლით მოახერხა, რომლის დასამარცხებლად 1:46 წამი დასჭირდა.
ბოლო გადამწყვეტი დაპირისპირებაში, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა საიდოვი დაამარცხა და საქართველოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
გუნდურ შეჯიბრებამდე, ქართველმა ფალავნებმა, მედლების მოპოვება მხოლოდ მესამე დღეს შეძლეს. ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, +100 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ქართულ ფინალში კი, გურამ თუშიშვილმა, ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა და შესაბამისად, მძიმეწონოსნებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს.
უცნაური ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე ჩემპიონატზე. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში, აზერბაიჯანის ნაკრებმა უკრაინას აჯობა, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს მესამე ადგილი ჩამოერთვა და უკრაინას გადაეცა.
ევროპირველობა, საქართველოს ნაკრებმა სამი მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონის რანგში, მეცხრე ტიტულია
ipress.ge

No comments:

Post a Comment