Pages

Tuesday, May 2, 2017

სტუდენტთა სახელმწიფო სტიპენდიისთვის 2017 წელს 4 100 000 ლარია გამოყოფილი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის N81 ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. რომლის თანახმად, 2017 წელს სახელმწიფო სტიპენდიებით უზრუნველყოფილი იქნება პროგრამაში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო აკრედიტებულ პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად  ჩარიცხული, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტთა რაოდენობის 4%. ამისთვის 2017 წელს გამოყოფილია თანხა, ჯამური მოცულობით, 4 100 000 ლარი.

ცვლილების თანახმად, 2016-17 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სახელმწიფო სტიპენდიებით უზრუნველყოფილი იყო 2 685 სტუდენტი.

ხოლო 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრსა და 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სახელმწიფო სტიპენდიებით უზრუნველყოფილი იქნება ასევე 2 685 სტუდენტი.

რაც შეეხება შარშანდელ მონაცემებს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წელს „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა ასევე 4 100 000 ლარს. 2015-2016 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სტიპენდიანტთა რაოდენობა იყო 2 698 სტუდენტი, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში – 2 524 სტუდენტი.

რა კრიტერიუმით გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია უმაღლეს სასწავლებლებში

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად




No comments:

Post a Comment