Pages

Monday, May 1, 2017

მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის-2017" იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან  ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2017“

კონკურსის მიზანი:  განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში.

მონაწილეები:  თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.

ჩატარების წესები:

მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები.
ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი “იმედი ხვალის” ამოცანები.  ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის ვებმისამართებია http://concurs.mziuri.ge და http://imedi.mziuri.ge
·          ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 4 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ.

რეგისტრაციის ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 3 ივნისის 15 საათზე.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად – სკოლების მიერ თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე ან ელექტრონულად).

სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.

რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14, მესამე სართული.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment