Tuesday, May 2, 2017

რესტორნებსა და მსგავს დაწესებულებებში თამბაქოს აკრძალვა 2018 წლის პირველ მაისამდე გადაიდება

სამასპინძლო ობიექტებზე (კაფე-რესტორნები) თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ მაისამდე გადაიდება.  კანონპროექტის ავტორის გუგული მაღრაძის განცხადებით, სამასპინძლო ინდუსტრიას მოსამზადებლად დრო მიეცემა. გარდა ამისა, მოწევა დასაშვები იქნება კაზინოებში და სიგარა-ბარებში, რომლებსაც ლიცენზია ექნებათ.

„მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად, მივედით კონსენსუსამდე, რომლის შედეგად, გადავწიეთ ვადები. შეიძლება, იგივე სამასპინძლო ბიზნესს სჭირდებოდეს დრო, რომ მოსაწევი ღია ადგილები გამოყოს. პარლამენტის წევრებისგან ასევე იყო შენიშვნები რეკლამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში კანონები 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
1tv.ge

No comments:

Post a Comment