Monday, May 1, 2017

იაპონიამ ყველაზე დიდი სამხედრო გემი პირველად გამოიყენა

იაპონიის საზღვაო თავდაცვის ავიამზიდი „იძუმო“ თავის პირველ მისიაზე გაუშვეს, რომლის მთავარი მიზანი ამერიკული ფლოტის დაცვაა. ამის შესახებ გამოცემა NHK წერს.
მედიის წყაროს ცნობით, იაპონური ფლოტის უდიდესმა გემმა, რომელსაც შეუძლია 28 საჰაერო აპარატის ტარება, 1 მაის იოკოსუკას ბაზა დატოვა და სამთვიან მისიაზე ფილიპინების ნაპირისკენ გაიმართა. გზაში ის აშშ-ის საზღვაო ძალებს მოამარაგებს, რომელიც იაპონურ ზღვაშია შესული.
აღსანიშნავია, რომ იაპონიას მეორე მსოფლიო ომის მერე, მეგობრული ქვეყნების დასაცავად პირველად საბრძოლო მოქმედებებში ჩარევის უფლება მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თვითონ ქვეყანა საფრთხის წინაშე არ არის.
გარდა ამისა, 2014 წელს იაპონიის ხელისუფლება კონსტიტუციის ახალი ინტერპრეტაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ძალებს მიეცად უფლება დაეცვათ ტოკიო გარე აგრესიისგან. ეს ნაბიჯი არ მოიწონეს პეკინსა და სეულში, მაგრამ მხარი დაუჭირეს ვაშინგტონში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment