Pages

Monday, May 1, 2017

უფასო წამლებს ყველაზე ღარიბი მასწავლებლები მიიღებენ

სახელმწიფოსგან უფასო წამლებს მხოლოდ ის მასწავლებლები მიიღებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება. დანარჩენი პედაგოგები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული შეღავათებით უცვლელად ისარგებლებენ და წამლების შეძენაც ისევ თავიანთი ხარჯით მოუწევთ.

უფასო მედიკამენტების პროგრამა ივლისიდან ამოქმედდება და ოთხი, მასშტაბურად ყველაზე დიდი დაავადების სამართავ მედიკამენტებს შეეხება. ესენია: გულ-სისხლ-ძარღვთა ყველა დაავადება, დიაბეტის მეორე ტიპი, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე  აცხადებს, მასწავლებელი, რომელსაც 100 000-მდე სარეიტინგო ქულა და ჩამოთვლილი ოთხი ქრონიკული დაავადებიდან ერთ-ერთი აქვს, წამალს უფასოდ მიიღებს.

ცვლილებები საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში დაამტკიცა.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment