Pages

Thursday, May 4, 2017

„სკოლაში დიდ დასვენებას დავაბრუნებ აუცილებლად“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

საჯარო სკოლებში დიდი დასვენება აღდგება. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლების ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შეტანის შემთხვევაში პროდუქტის გაძვირების რისკებზე საუბრისას განაცხადა.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ მოსწავლის მიერ სახლიდან საკვების წაღება მისაღები ფორმაა.

„რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება გაძვირდეს, ეს მართალია. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ მეთოდები, როგორ უნდა იყოს ნებისმიერი ბიუჯეტის შესაფერისი პროდუქტი. თან არავის აუკრძალავს სახლიდან წაღება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურ კამპანიას გავაჩაღებთ, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი არ არის ის ბუფეტის პროდუქტი და თუ ოჯახს შეუძლია, რომ ვაშლი იქნება თუ სენდვიჩი იქნება, რაც ბავშვს უყვარს და მოსწონს, საყვარელი დედის ან ბებიის გაკეთებულია, მაგას არაფერი არ ჯობია. მსოფლიოში და ამერიკას, რომელსაც ჩვენზე ასჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს ალბათ განათლების სისტემაში, იქ არის კულტურა ამ „ლანჩ ბოქსის“, რომ ბავშვმა ჩაიდოს და წაიღოს. დიდი დასვენების საკითხს აუცილებლად ვუჭერ მხარს და რატომ – მე რომ მახსოვს, როგორი დიდი ბედნიერება იყო თავისთავად ეს დასვენება, ამიტომ აი ეხლა გაძლევთ პირობას, რომ დიდ დასვენებას დავაბრუნებ სკოლაში აუცილებლად. საჭიროც არის გარდა იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა“, – თქვა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
edu.aris.ge

1 comment:

  1. ყველა სკოლა დილის ცვლაშიც გადაიყვანეთ!

    ReplyDelete