Pages

Monday, May 1, 2017

სამედიცინო გამოკვლევები ვეტერანებისთვის

აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, გლდანის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ.

მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 120-ზე მეტ  ბენეფიციარს. რამდენიმე მათგანს დაუდგინდა რთული მდგომარობა და გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიური ცენტრის სტაციონარში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში,  წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ.

კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.
chapidze.ge

No comments:

Post a Comment