Pages

Monday, May 1, 2017

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდში, სამართალდამცველებმა ადგილობრივი საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავეს და საპატრულო პოლიციის სამხარეო სამმართველოს დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტს. მიქავა ნარკოლოგიურ შემოწმებასაც გადის.

მომხდარზე ოფიციალური უწყებები, მათ შორის შსს, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ფოტოზე:
დაკავებული გრიგოლ მიქავა

imedinews.ge

No comments:

Post a Comment