Tuesday, May 2, 2017

Erasmus+ - სალექციო კურსი სტუ-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების მოდელირების მოდელებსა და მეთოდების შესახებ

24-29 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დებრეცენის უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორმა იანოშ სტრიკმა (János Sztrik) წაიკითხა ლექციების კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების მოდელირების მოდელებსა და მეთოდების შესახებ.

ლექციების კურსი Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილოებს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია დებრეცენის უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ პროფ. იანოშ სტრიკი დებრეცენის უნივერსიტეტის საინფორმაციო სისტემებისა და ქსელების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში (24 – 29 აპრილი) უნგრელი პროფესორის მიერ  წაკითხული სალექციო კურსი მოიცავდა კომპლექსურ ინფოსაკომუნიკაციო სისტემების ანალიზსა და დაპროექტებაში რიგითობის თეორიის გამოყენების საკითხებს. უნგრელმა პროფესორმა, აგრეთვე, წარმოადგენა პრეზენტაცია დებრეცენის უნივერსიტეტის შესახებ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაში განხილული იქნა მიმდინარე მობილობის პროექტის დეტალები და წინადადებები ახალი გაცვლითი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ერაზმუს+  პროგრამის ფარგლებში.

No comments:

Post a Comment