Monday, May 1, 2017

მასწავლებელთა საყურადღებოდ! - მასწავლებლის შეფასების ელექტრონულ სისტემა eSchool - ში ცვლილებებია

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის N35 დადგენილებით „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში” შესული ცვლილებების შესაბამისად (eSchool)-ში აისახა შესაბამისი ცვლილებები.
კერძოდ:
1. სამოქმედო გეგმაში აქტივობების ჩამონათვალი აღარ იყოფა სავალდებულო და დამატებით აქტივობებად. თითოეულ დანიშნულებაში მითითებულია აღნიშნული აქტივობა წინისვლისთვის უნდა განსახორციელოს მასწავლებელმა თუ სტატუსის შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ აქტივობების უმრავლესობა მასწავებელმა შესაძლოა გამოიყენოს, როგორც სტატუსის შენარჩუნებისათვის ასევე წინსვლისათვის.
2. სამოქმედო გეგმა ყველა სტატუსისათვის განსხვავებულია და შედგება სქემით განსაზღვრული აქტივობებისაგან.
3. სამოქმედო გეგმა შედგება ყველა აქტივობისაგან რომელიც მასწავლებელს შესაძლოა დასჭირდეს სტატუსის შესაცვლელად ან წინსვლისათვის. მასწავლებელი ირჩევს აქტივობებს სამოქმედო გეგმაში რომლის განხორციელებასაც გეგმას მიმდინარე სასწავლო წელს.
4. სქემაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა სტატუსების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი დამატებითი საქმიანობების/აქტივობების შინაარსობრივი თუ ტექნიკური რედაქტირება. თუკი თქვენს სამოქმედო გეგმასა და პროფესიულ საქაღალდეში აქტივობები გამუქებულია/შეფერილია ეს ნიშნავს რომ აღნიშნულ აქტივობებს ხელმეორედ ვერ აირჩევთ. მასწავლებლების, რომლებსაც აღნიშნული აქტივობები არ არის შეფასებული შეფასების ჯგუფის მიერ და შესაბამისი კრედიტიარ არის ასახული (eSchool) - ის ბაზაში, შეფასების ჯგუფს შესაძლებლობა ექნება შეფასება განახორციელოს 2016-2017 სასწავლო წლის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
შენიშვნა: სქემაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა სტატუსების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი დამატებითი საქმიანობების/აქტივობების შინაარსობრივი თუ ტექნიკური რედაქტირება.
მასწავლებლებმა, რომლებსაც მონიშნული ჰქონდათ აღნიშნული აქტივობები, განახორციელეს მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ ატვირთული შესაბამისი დოკუმენტაცია სამოქმედო გეგმაში აღნიშნული აქტივობები უნდა მონიშნონ ხელახლა ცვლილებების შესაბამისად.
etaloni.ge

No comments:

Post a Comment