Tuesday, May 2, 2017

საქართველოს პრეზიდენტის დაპატიმრების კადრები HBO-ს სერიალში

HBO-ს რეიტინგულ სერიალში Veep, რომელიც არხზე 2012 წლიდან გადის, 30 აპრილს გასული ეპიზოდი საქართველოს დაეთმო.
Georgia - ასე ჰქვია შოუს 51-ე სერიას, რომელშიც მთავარი გმირი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სელენა მაიერი საქართველოში მიემგზავრება, რათა ქვეყანას პირველი დამოუკიდებელი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს.
სცენარის მიხედვით, აშშ მხარს უჭერს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ნიკოლოზ გენიძეს, რომელსაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მურმან შალიკაშვილი მოწამვლას უპირებს.
საქართველოს შესახებ საუბრისას, ფილმის პერსონაჟები ახალ ამბებს ადევნებენ თვალს, ტელეეკრანზე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება მოამბე გადის.
on.ge

No comments:

Post a Comment