Pages

Friday, June 30, 2017

იაპონია მთვარეზე ადამიანებს გაგზავნის


იაპონიამ წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის კოსმოსურმა სააგენტომ 2030-იანი წლებისთვის მთვარეზე ასტრონავტი უნდა გაგზავნოს. 
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიღმა ასტრონავტის გაგზავნის გეგმას ამჟღავნებს“, — უთხრა სააგენტოს პრესსპიკერმა AFP-ს. 
იდეის მიზანი პირველ რიგში არის NASA-სთან თანამშრომლობა 2025 წლისთვის მთვარეზე ბაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ეს ბაზა, NASA-ს გრძელვადიან პერსპექტივაში მარსზე მისაღწევად ესაჭიროება. 
ტოკიო იმედოვნებს, რომ მრავალეროვნულ მისიაში საკუთარ წვლილს შეიტანს, იაპონურ ტექნოლოგიები კი მისიას წარმატებაში დაეხმარება და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს სადგურზე, საიდანაც ის შემდეგ ასტრონავტს მთვარეზე გაგზავნის. 
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, გეგმა რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოადგინეს. 
იაპონიის პარალელურად, მთვარესთან მიმართებაში საკუთარ გეგმას ამუშავებენ ჩინეთი და ინდოეთიც. 
ნოემბერში, დედამიწაზე დაბრუნდა ჩინეთის კოსმოსური ხომალდი Shenzhou-11, რომელმაც ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ორბიტული მისიიდან სახლში დააბრუნა ორი ასტრონავტი. ასევე, ჩინეთი გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის დამალულ მხარეს ზონდს დასვამს.
გარდა ამისა, პეკინმა წარმოადგინა მარსის ზონდისა და მავალის ილუსტრაციებიც, რომელთა გაგზავნასაც ჩინეთი წითელ პლანეტაზე დეკადის მიწურულს გეგმავს. 
NASA და სხვა გლობალური კოსმოსური სააგენტოები აქტიურად მუშაობენ ერთობლივად, რათა 2030-იან წლებში მარსზე ასტრონავტები გაგზავნონ. 
მარტში, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც NASA-ს 2033 წლისთვის მარსზე პილოტირებული მისიის გაგზავნას ავალებს. 
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment