დღეს ბრძანებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცვლილება შეეხო მუსიკის გამოცდას. იმისათვის, რომ აპლიკანტმა მუსიკის გამოცდა წარმატებით დაძლიოს, უნდა დააგროვოს 43 ქულა და მეტი. (ბრძანების პირვანდელი ვერსიის მიხედვით, მუსიკის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი 37 ქულას და მეტს მიიღებდა).
ცვლილება შეეხო ბრძანების ''ბ'' ქვეპუნქტის ''ბ.გ'' ქვეპუნქტს და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად - ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კერძოდ: ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 და მეტი. წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 - გამსვლელი 8 და მეტი. მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი.
იხილეთ ახალი ბრძანება.
No comments:
Post a Comment