Pages

Thursday, June 29, 2017

მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს

ერაყის თავდაცვის სამინისტრომ მოსულის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან სრული გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Sky News Arabia იუწყება.

„ისლამურ სახელმწიფოს“ მოსულში ერთი უბანიც არ დარჩა. „ბოევიკებს“ სხვა გამოსავალი არ აქვთ გარდა კაპიტულირებისა. „ისლამური სახელმწიფოს“ ერაყში ყოფნა სამუდამოდ დასრულდა“, - ნათქვამია ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ერაყის სახელმწიფო ტელეარხი პირდაპირ ეთერში კადრებს აქვეყნებს, რომელშიც ერაყის დროშა ალ-ნურის დიდ მეჩეთზეა აღმართული. „ფსევდოსახელმწიფო დაეცა: ალ-ნურის მეჩეთი გათავისუფლებულია“, - ასეთი ტიტრებით ეხმაურება ერაყული მედია მოსულის გათავისუფლებას.

ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ერაყის სამთავრობო ძალებთან ერთად ოპერაციაში საერთაშორისო კოალიციაც მონაწილეობს.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment