Pages

Monday, June 26, 2017

დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობაზე - ჭორების გენერატორებს კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება

მსგავსი ჭორების გენერატორებს კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ შეკითხვას.

სერგეენკოს მტკიცებით, „ის კარგადაა“. 

"მართალი გითხრათ, ჩემთვის უკვე საკვირველია იმიტომ, რომ მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ. განცხადება გააკეთა, რამდენადაც ვიცი, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, მისმა ახლობლებმაც, რომ მსგავსი არაფერია. ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ამ ჭორების გენერატორებს და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment