Pages

Monday, June 26, 2017

კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

კომერციულ ბანკებმა ინფორმაციის გამჟღავნებისას ახალი მოთხოვნებით უნდა იხელმძღვანელონ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება უკვე ძალაშია.
ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული წესის მიზანია კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით, საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლება და, შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების გარდა, კომერციული ბანკები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშგება, რომელიც საზედამხედველო მაჩვენებლების რაოდენობრივი ინფორმაციასთან ერთად, მოიცავს ბანკის კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment