Pages

Monday, June 26, 2017

დიდუბის მეტრო შესაძლოა დიდ დიღომს დაუკავშირდეს

დაგეგმილი გვაქვს, დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს. 
ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„გასათვალისწინებელია, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შემთხვევაში, შესაძლოა, მეტროს მგზავრების რაოდენობა გაიზარდოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს რესურსი, რომ პიკის საათებში მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალი 3,5-დან 2,5 წუთამდე შევამციროთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს, სადაც შეიძლება მეტროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტი განვითარდეს“, - აღნიშნა მუმლაძემ.
bpn.ge

No comments:

Post a Comment