Pages

Tuesday, June 27, 2017

სოსო ოსორაულის საკითხზე ელჩმა კონგოში შეხვედრები გამართა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი 2017 წლის 26-27 ივნისს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის იოსებ ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაერო-ს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან.

ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, ყველა ხსენებული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.

პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონგოში, მათ შორის, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს, რაც ართულებს ხსენებული უწყებებისა და ორგანიზაციების მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმის პროცესს. პარტნიორების მხრიდან, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გაგრძელდება რეგულარული კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და ნებისმიერი სიახლე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

როგორც საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში

“ამ ვიზიტის და შეხვედრების ძირითადი თემა იყო ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის იოსებ ოსურაულის ირგვლივ შექმნილი ვითარება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება, რაც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქის ბედს. ყველა იმ სუბიექტის მხრიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით, კონგოს სამოქალაქო დაწესებულება თუ სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე მონუსკო - გაეროს მისია და წითელი ჯვარი, ყველა მხრიდან მივიღეთ იმის დაპირება, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა დაზუსტდეს ჩვენი თანამოქალაქის ბედი და გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე ვფლობთ. თითოეული ამ სუბიექტის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ზოგადად, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილი ვითარება გარკვეულწილად ართულებს, აფერხებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ჩვენი მოქალაქის ბედის გარკვევას უკავშირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში“, - აღნიშნა ბექა დვალმა.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                 ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment