Pages

Friday, June 23, 2017

ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა მიიღოს მიგრანტები, ვინაიდან ეს ევროპის ღირსების საქმეა

ევროპამ უნდა მიიღოს მიგრანტები, ვინაიდან ეს ევროპის ტრადიციებში დევს და ღირსების საქმეა. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. 

„ჩვენ ვისაუბრეთ საიმიგრაციო კრიზისზე. ეს არ ეხება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და საჭიროა საერთო გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, საიმიგრაციო პრობლემას გრძელვადიანი ხასიათი აქვს. „დევნილები არ არიან ვიღაც მიგრანტები, ეკონომიკური მიგრანტები, ეს ის ხალხია, ვინც თავიანთი ქვეყნები დატოვა ომის ან პოლიტიკური სიტუაციის გამო“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 
ipn,ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment