გორში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის ერთ-ერთ გასასვლელთანმსუბუქი ავტომანქანა ქვეითადმოსიარულეს შეეჯახა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა. მძღოლიშემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობაგამოიწვია.
trialeti.ge
No comments:
Post a Comment