Pages

Friday, June 30, 2017

გოჩა მირცხულავა: აქ, შენი სიხარული შურთ, შენი სიყვარული ეზიზღებათ, შენი წარმატება აბრმავებთ...

აქ, ამ ქვეყანაში, მეტწილად ასე ხდება: დიდსულოვნებას დამარცხებაში გითვლიან, წასვლას გაქცევაში, დანდობას შიშში, ნიჭსა და გონიერებას აფერისტობაში, სიმართლეს მტრობაში, დათმობას სისულელეში, ტკივილს სისუსტეში... 
აქ, შენი სიხარული შურთ, შენი სიყვარული ეზიზღებათ, შენი წარმატება აბრმავებთ... 
აქ, ამ ქვეყანაში, უხარიათ თუ წაიფორხილებ, ყიჟინებენ თუ დაეცი... 
აქ, "მე" მუდამ ზედმეტი ვარ, "მე" ჩუმად უნდა ვიყო, "მე" უნდა მიმსახურონ, "მე" მაგრად ვკიდივართ თუ არ ვჭირდებით... 
აქ, ამ ქვეყანაში, განსხვავებულად ფიქრი აკრძალულია - მტერი ხარ! აქ, "ხოდში" მლიქვნელები და ჩათლახები არიან... 
აქ, ამ ქვეყანაში - მთავარია,"რას იტყვის ხალხი"... 
აქ, მდიდარი კლავს, ღარიბი ზარმაცობს, მოხელე იპარავს, ქურდი კანონებს აწესებს, ძმაკაცი გძარცვავს, დაქალი განგრევს, მშობლებისთვის არასოდეს იზრდები, ოჯახისთვის მარჩენალი ხარ, ქვეყნისთვის მონა... 
აქ, ამ ქვეყანას ერთი მიზანი აქვს - გამოგიყენოს, გიმსახუროს და თუ ამას ვერ ახერხებს სძულხარ! აქ მოჩვენებითად სწამთ, ფარისევლობის ბუმია.. მამული სადღეგრძელოა მხოლოდ, ღმერთი -ბიზნესი, ენა კი სიბილწე... 
აქ, ამ ქვეყანაში თემაა - ვინ, ვინ დააორსულა, ვინ ვისთან წევს, ვის რა აცვია, ვინ რას ჭამს, ვის რამდენი ქონება აქვს... 
აქ ყველაფერზე ექსკლუზივია - სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, შვილის სიყვარულზე, პოლიტიკოსობაზე, ბოზობაზე, ნიჭზე... 
აქ, ამ ქვეყანაში მაგარი ხარ თუ სხვას წაართმევ... 
აქ შეუძლიათ სამშობლოს, ძმობის, ოჯახის სიწმინდის, ღმერთის სახელით გაგანადგურონ... 
აქ, ამ ქვეყანაში მოსულა, რომ საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის შენი შვილები ჩასვან ციხეში, დაწერონ კანონები მხოლოდ საკუთარი კასტისთვის, მოკლან, გადააგდონ, განდევნონ გუშინდელი კერპები... 
ხოლოდ აქ შეუძლიათ, შიმშილით დახოცონ აკადემიკოსები, პენსიონერები, ობოლი ბავშვები, მოუსწრაფვონ მომავალი ახალგაზრდებს და ამ ყველაფრით იყვნენ ბედნიერნი... და, მართლაც - ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?
mkhare.ge

No comments:

Post a Comment