Pages

Wednesday, June 28, 2017

რუსთავში ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 53 წლამდე ასაკის ქალი კლინიკა ,,რუსთავში" გარდაიცვალა, 13 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი წუხელ, გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, 13 წლის გოგო კი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი დაზიანებები, ტრავმული შოკი და ამნეზია ჰქონდა.
ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს „მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment