Pages

Friday, June 23, 2017

შსს-მ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 3 პირი: 1981 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1962 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი ა.ტ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ფ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ შპს „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორებს – ლ. მ.-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ავტომანქანა და 101 ათასი ლარი გასტაცეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გატაცებული ავტომობილი რამდენიმე წუთში იპოვეს, დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი კი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
kutaisitoday.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment