Pages

Sunday, June 25, 2017

გენუის აეროპორტმა პესტოს გამო უსაფრთხოების წესები შეცვალა

გენუის (იტალია) კოლუმბის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა იტალიური სოუსის, "პესტოს" გამო უსაფრთხოების წესებში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, მგზავრს ხელბარგით 500 გრამი "პესტოს" გადატანა შეუძლია.
მგზავრების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო, რადგან სოუსის გადაყრა უწევდა.
ფრენების უსაფრთხოების საერთაშორისო წესები ლაინერის ბორტზე 100 მილილიტრზე მეტი სითხით სავსე კონტეინერის შეტანას კრძალავს.
მგზავრმა ქველმოქმედებაც უნდა გასწიოს - ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 50 ევროცენტი უნდა გაიღოს. აეროპორტმა პირველი 20 დღის განმავლობაში 500 ევრო შეაგროვა.
გენუა "პესტოს" სამშობლოა.
"პესტო" - ბაზილიკი (რეჰანი, შაშკვლავი), ყველი "პარმეზანი", ფიჭვის თესლი (კედრის კაკალი), ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment