რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის წინ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ipn.ge
No comments:
Post a Comment