მაშ ასე, ფრთიანი ფრაზები 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან:
-„ჩემი გოგო ისეთი სხვანაირია, მარტო მე, მამამისი, ბებო და ბაბუ წამოგვიყოლა. სხვა არავინ მინდაო, ყველას უარი უთხრა.“
“ეგ რანაირი გაჩხრეკვაა, დაცვამ თომარი დამიწყო და პროტესტის ნიშნად დავტოვე გამოცდა”, – ბათუმელი აბიტურიენტი.
-„ბიჭი, შარვალში გაქვს რამე?“ – დაცვა აბიტურიენტს.
–”ვინმემ იცით, გოგონებს ქალები ჩხრეკენ თუ კაცები? – ბავშვი არ შემიშინონ”, – აღელვებული მშობელი.
-„ქალბატონო, მშობლების შემოსვლა არ შეიძლება. არ ვარ მშობელი, ვაბარებ!“
-“რთული არ იყო, მაგრამ მაღალფარდოვანი სიტყვები იყო.”
-„მეცამეტე მაგიდასთან ვიჯექი, ბედი არ გინდა?“
-„ვერბალური არ ვიცი, მაგრამ უნარები კარგად დავწერე.“
-„ აუ რატო ჩავიცვი ეს ლიფი, დამტანჯა!“ – გამოცდიდან გამოსული გოგონა
-„რომ შეხვალ და მოკალათდები, თუ აქეთა მხარის ოთახში მოხვდი, ხელი დამიქნიე იქედან იცოდე!”
-„ კუზი რატო გამიჩინეთ ამ დაბალი მერხებით?!“
-„დედა მოუკვდეს, რა ტყუილად ისწავლა ვეფხისტყაოსანი!არ შეხვდა!“
-„იმ გოგოს ისეთი ამოღებული მაიკა ეცვა, შინაგანი სამყარო უჩანდა“.
-„ქართულის გამოცდაზე ისეთი სიცხე იყო, აზრებზე მეტი ოფლი მომდიოდა.“
-„ნეტა რას წერს ამდენს ეს ბავშვი, ამდენი ხნით კალამი ხელში არასოდეს სჭერია“ – აბიტურიენტის მშობელი.
-„ისეთი სიცხე იყო, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბავშვი სულ რო დაფრინავდეს, მაინც ვერ იაზროვნებდა და ვერ დაწერდა!“
-„ძაან ადვილია ეროვნული გამოცდები, მე მეოთხედ ვაბარებ და ყოველ წელს ადვილია ხოლმე.“
-„მგონი ისევ მელნითა და ბუმბულით ვწეროთ უკეთესია. კალმის ადუღებისგან დაზღვეულები მაინც ვიქნებით.“
-„მიწისძვრა თქვენც იგრძენით? ეს ჩემი გრანტის შანსები შეირყა.„
-„თურმე ისეთი ადვილი ყოფილა, გამოცდაზე რომც არ მიხვიდეთ, მაინც ყველა ჩააბარებს.“
-„ამ გოგოებს უნარების ქულის უფრო ეშინიათო ვიდრე ქალიშვილობის დაკარგვის.“
-„მართლა არ არის ჩემი საქმე, უბრალოდ წინა გამოცდაზე გოგო შემოდის აშკარად ძალიან მაღალი ქუსლებით, მკერდამდე აწეული ტოპით, უმოკლესი „იუბკით“, „შპაკლი“ სახეზე, ეს თმები დახვეული და გაშლილი წელამდე. ამ დროს ჩემ თავს ვუყურებ და სახლის ფორმაში ვზივარ გრილად. უბრალოდ ერთი კითხვა მაწუხებს-ამ სიცხეში წერ ურთულეს გამოცდას, კლუბში მიდიხარ თუ მუხიანში უნდა იჯდე 4 საათი მერხზე?“
-„ერთიანი ნაციონალური გამოცდების პასუხები როდის იქნება?“- აბიტურიენტის კითხვა EDU.ARIS.GE-ს.
– “რას გამომაქციე შე შობელძაღლო ორი საათით ადრე?” – მამა აბიტურიენტ შვილს.
– “გაფუჭდება ეს კატლეტები ამ სიცხეში”.
-“აბა, მიდი მამი, თემაზე არ გაიჭედო, ბიჭო, წერე და წერე, ბოდიალი არ შეგეშლება შენ”.
-“ქეთი, შვილო, წაიღე ეს „სალფეთკიც“, კუჭი არ აგეშალოს იქ”.
-„უნარების გამოცდაზე ვარ, გაქანებული წერა მიმდინარეობს, ბავშვები ნერვიულობენ. ზოგი კალამს აწკაპუნებს, ზოგი თითებს იტკაცუნებს, არის მთელი ნერვიულობა. უცებ დამკვირვებელი მიახლოვდება და მეუბნება: თვალზე ლაინერი გისვია თუ ფანქარი?“
-„მოიხედე, დედი, სელფი უნდა გადაგიღო სანამ შეხვალ.“
ფრაზები ქუთაისიდან:
-,,სამედიცინოზე თუ ჩავაბარე, წავალ მასკვაში.”
-,,კაროჩე სეუში უეჭველი მოხვდები, თუ აღირსე და შემოხაზე!”
-,,ნერვიულობ ხო დღეს? -დღეს არა, ხვალ.”
-,,რამდენიმე ბუკლეტს გაგისაღებთ, გოგოებო”, – საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი პრომო გოგონებს.
-,,რას დგახართ აქ, გათხოვდით!”-საგამოცდო ცენტრის დაცვა პრომო გოგონებს.
-,,ამ უნარების გასროლილი ტყვიასავით მეშინია” – მშობელი.
-,,მთავარია სადმე შეძვრეს და მერე ყველგან გაიტანს თავს”, – მშობელი.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment