უტას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად იდეალური ასაკი 28-32 წლამდეა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ 25 ან 39 წლის ასაკში დაქორწინდით აუცილებლად განქორწინდები, მაგრამ შანსები უფრო დიდია.
28 წლამდე განქორწინების შანსი იმ მიზეზით იზრდება, რომ თქვენ ჯერ კიდევ ახალგზარდა ხართ და გამოცდლება გაკლიათ.
ხოლო 32 წელს ზევით, განქორწინების ალბათობა იმიტომ იზრდება, რომ მარტოობას ხართ მიჩვეული და ნაკლებად გიჩნდებათ სურვილი თქვენი ცხოვრება ან პირადი სივრცე ვინმეს გაუყოთ.
რა თქმა უნდა, ამ ასაკში არც დაქორწინებაა ბედნიერების გარანტი.
არ აქვს მნიშვნელობა როდის დაქორწინდებით, მთავარია, ძალ-ღონე არ დაიშუროთ ქორწინების წარმატებულად და ბედნიერად წარმართვაში.
ეს რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ ამაში:
1. ყოველთვის იყავით პასუხისმგებელი თქვენი როლის თამაშისთვის ქორწინებაში
მე არ ვგულისხმობ გენდერულ როლებს ან რამე მსგავსს. უბრალოდ ვამბობ, რომ პრობლემები ქორწინებაში ძალიან იშვიათად არის მხოლოდ ერთი მხარის ბრალი. ვერ უგულებელყოფ, როგორც წყვილს შორის პრობლემებს, ასევე ინდივიდუალურსაც.
იყავი პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე - შეიძლება არ მოგწონდეთ იმის გაცნობიერება რომ მიდრეკილი ხართ პასიური აგრესიისკენ ან ვერ აცნობიერედეთ, რომ გიჭირთ მოსმენა, მაგრამ სხვაგვარად ბედნიერება ქორწინებაში არ მიიღწევა.
2. ზოგიერთი ჩხუბის სასარგებლოა, ამიტომ ყველაფერს გულში ნუ ჩაიდებთ
ყოველი ჩხუბი სასარგებლო ვერ იქნება, იგი ფიზიკურ დაპირისპირებამდე არასოდეს უნდა მივიდეს, არც ვერბალურ-ემოციურ შეურაცხყოფამდე.
მაგრამ მაინც, ხანდახან უბრალოდ უნდა იჩხუბოთ.
რამდენიმე რჩევა: იქონიეთ პირადი სივრცე, როცა ჩათვლით, რომ გჭირდებათ. თუ ერთსა და იმავეს იმეორებთ ან 20 წუთის მერე ისევ აგრძელებთ, ესე იგი, ჩხუბი დასრულდა.
3. ჩხუბი ნორმალურია, თუ რამეში არ ეთანხმები ან არ გეთანხმება
ქორწინება არ გულისხმობს, რომ ერთი მხარე აუცილებლად მართალი უნდა იყოს და მეორე მტყუანი.
ეს შეჯიბრი არაა.
იმის თვლა თუ რამდენი ჩხუბი დასრულდა თქვენი გამარჯვებით, საჭირო არ არის. მხოლოდ იმის გამო რომ დაქორწინებულები ხართ, სავალდებულო არ არის ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებოდეთ.
ცნობისთვის, დაქორწინებული წყვილები იშვიათად ეთანხმებიან ერთმანეთს ყველა წვრილმანზე.
თქვენ ინდივიდებად რჩებით.
და კვლავ გაქვთ უფლება, საკუთარი აზრი გაგაჩნდეთ - ასევე პატივი ეცით სხვის აზრს!
4. პატარა პრობლემები ხშირად დიდი პრობლემების წინაპირობა ხდება
შეიძლება ამ ეტაპზე თქვენი სექსუალური ცხოვრება გასაოცარი არ იყოს.
ან ვერ უგებდეთ ერთმანთს.
ან მეუღლე არ გელაპარაკებათ.
ან თქვენ ხართ ნაწყენი.
ეს ყველაფერი დიდი პრობლემების განმაპირობებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ჩაუღრმავდით არა მხოლოდ პრობლემებს, არამედ იმასაც თუ რისი გაკეთებაა საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
5. თქვენ კომუნიკაცია უნდა გქონდეთ არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთისთვისაც
ლაპარაკი და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია - ეს ყოველთვის უნდა გესმოდეთ.
ეს ორი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბედნიერი ქორწინებისთვის.
მიუხედავად ამისა არის რაღაცები, რაც შეიძლება არ იცოდეთ: კომუნიკაცია საჭიროა თქვენი პარტნიორისათვის.
თუ თქვენს მეუღლეს აქვს ნაკლები ყურადღება აკლია, ესაუბრეთ მას პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ნახეთ რა შედეგი მოჰყვება ამას.
იქნებ, სულაც, თქვენს პარტნიორს დრო სჭირდება სალაპარაკოდ.
იქნებ თქვენს მეუღლეს თავისი ფირქრების წერილობით გადმოცემა სჭირდება.
იმოქმედე ისე, რომ შეძლო მისი დახმარება და მიეცი საშუალება მანაც იგივე გააკეთოს!
6. აქციეთ თქვენი თავი სამყაროს ცენტრად
თქვენ ორნი ხართ ამ ქორწინებაში. თქვენ თქვენი მეუღლის მშობლებთან არ გაქვთ ურთიერთობა და არც პირიქით მას თქვენსასთან.
თქვენი მეგობრები თქვენთან არ ცხოვრობენ. არც თქვენს ბავშვებზე ხართ დაქორწინებულები.
ხანდახან სხვა პრიორიტეტები წამოიჭრება - კარიერა, სკოლა, ბავშვები....
თუმცა, დღის ბოლოს თქვენი ქორწინება ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს.
7. თქვი მნიშვნელოვანი ფრაზები
მიყვარხარ.
აქ შენთვის ვარ.
მესმის შენი.
შენს გვერდით ვარ.
გაფასებ.
მომენატრე.
თქვი მნიშვნელოვანი ფრაზები იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია.
„მიყვარხარ“ გრძნობას არ ანელებს.
არ არსებობს განსაზღვრული დროები მსგავსი ფრაზების სათქმელად, ასე რომ თქვით ისინი ხშირად.
კარგი ქალბატონებო, თქვენი ჯერია.
რა ასაკში დაქორწინდით?
რას აკეთებთ იმისათვის რომ თქვენი ქორწინება ბედნიერი იყოს?
trend.ge
No comments:
Post a Comment