Pages

Tuesday, July 4, 2017

ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტუს სოფელ წინანდალში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოსახვევში შესვლისას კომბაინს დაეჯახა. 
შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი. დანარჩენი სამი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ერთს კი საკმაოდ მძიმე ტრავმები აქვს, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება" - აღნიშნა "აიპრესთან" საუბრისას ექიმმა ზაზა კოპლატაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევის გამო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ipress.ge


No comments:

Post a Comment