მიმინოშვილის თქმით, საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური პედაგოგია, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს იმ გარემოებებთან მიმართებით, რაც მასწავლებელს საშუალებას უნდა აძლევდეს, ცოდნის გაზიარებასა და საკუთარი შესაძლებლობების კარგად გამოყენებაში.
”საქართველოში ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ მასწავლებელს აქვს ყველა ის პირობა, რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოიყენოს სრულად, რათა მოსწავლეებს გადასცეს ცოდნა?! სანამ მასწავლებლის კვალიფიკაციაზე ვისაუბრებთ, მანამდე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორია განათლების სისტემა, რა არის მიზანი სასკოლო განთლების და ამ მიზანს ემსახურება თუ არა ის სისტემა, რომელიც გვაქვს სასკოლო განათლების საფეხურზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. მნიშვნელოვანი საკითხია სახელმძღვანელოები, რომელთა ხარისხი არც მშობლებს მოსწონთ და არც მასწავლებლებს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო რესურსები და სკოლის ინფრასტრუქტურა, ბავშვის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა. ერთ-ერთი ფაქტორი არის მასწავლებლის კვალიფიკაციაც, მაგრამ არა ერთადერთი.
ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მოსწავლეა - ზარმაცობს და არ სწავლობს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოსწავლე დავაინტერესოთ და მივცეთ საჭირო ცოდნა, რაც აუცილებელია”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 48 434 მოსწავლე დარეგისტრირდა, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 063 მოსწავლემ, რომელთაგან გამოცდა 34 260 მოსწავლემ ჩააბარა, ხოლო 12 803 მოსწავლემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ვერ გაიარა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment