დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გასული რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი მუშა დაირუპა სამუშაოს შესრულებისას, მათ შორის მარტში ბათუმში, აპრილის თვეში ჭიათურასა და თბილისში, შარტავას ქუჩაზე. მაისის თვეში კი, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამავე თვეში, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ოთხი ადამიანი ჩავარდა.
on.ge
No comments:
Post a Comment