Pages

Friday, July 28, 2017

განათლების საერთაშორისო ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

24 ივლისს ერთ-ერთი მედია საშუალებით განათლების საერთაშორისო ცენტრისკომისიის მუშაობის გამჭირვალობასა და ზოგადად ცენტრის  საქმიანობასთან დაკავშირებით გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები. ამის არგუმენტად გამოყენებულ იქნა ცენტრის ბენეფიციარის, გიორგი სალუქვაძის ტელე ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ  „ ამ მომენტისთვის ჩემზე არის დახარჯული 108 000 დოლარი და მაკლდება სულ რაღაც 15 000 დოლარი, რომ შევუდგე ჩემს საქმიანობას. შენს საზღვარგარეთ ყოფნაში იხარჯება ამხელა თანხა და რაში? არაფერში, ანუ მისია შეუსრულებელია“.
ამის პასუხად ცენტრი წარმოგიდგენთ ა.შ.შ.-ს სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის უნივერსიტეტი (Academy of Art University) მიერ გაცემულ საბუთს, სადაც გარკვევით იკითხება, რომ გიორგი სალუქვაძეს 2017 წლის 27 მაისს  უკვე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი.
გვსურს განვმარტოთ, რომ როდესაც  გიორგი სალუქვაძე სწავლის ვერ დასრულების მიზეზით, ცენტრის ბიუჯეტიდან ითხოვდა მის სწავლასა და საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის  სამი წლის მანძილზე უკვე გადარიცხულ 108 000 დოლარზე, დამატებით 15 000 დოლარს, ამ მომენტისთვის, მას   სწავლა  დასრულებული და მაგისტრის ხარისხი მინიჭებული ჰქონდა.
ცენტრი გაივლის იურიდიულ კონსულტაციას, რათა სწორი შეფასება მიეცეს ზემოთ აღნიშნულ ქმედებებს და დადგინდეს,  იყო ეს  დამატებითი თანხის გამოძალვის მცდელობა, თუ ცენტრის სახელის დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის სურვილი.
პარალელურად, ცენტრი აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რათა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გიორგი სალუქვაძეს ხარისხის მიღებიდან 6 თვის ვადაში შესთავაზოს დასაქმება საქართველოს მასშტაბით  შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.
 http://primetime.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment