Pages

Monday, July 17, 2017

ისრაელის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას დააკავეს


ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
უწყების ცნობით, ერთობლივი ღონისძიებები თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა ჩაატარეს.
„დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ვალუტისა და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment