Pages

Thursday, July 13, 2017

ევროპელი ტურისტების დიდი უმრავლესობა მეორედ აღარ მოგზაურობს საქართველოში

თქვენ იცით, რომ კეთილსინდისიერი და ევროპელი ტურისტების დიდი უმრავლესობა მეორედ აღარ მოგზაურობს საქართველოში და ჩამოსვლისთანავეც გაქცევაზეა?
მოკლედ, ერთი ამბავია ატეხილი ტურიზმსა და უკანონო, თუ კანონიერ მიგრაციის ამბებთან დაკავშირებით. მე შევეცდები ამ პუბლიკაციაში ყველა თვენგანისთვის საინტერესო და გასაგებ ენაზე ვისაუბრო, რადგან ყველაფერი, რაც მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ან ვაპროტესტებთ, არგუმენტირებულად უნდა გავაკეთოთ და ეს არგუმენტებიც მყარი და ანგარიშგასაწევი იყოს.
დავიწყოთ იმით, რომ ტურიზმს სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტის მოზიდვა. ნუ, სხვა უამრავი რამეც, მაგრამ ძირითად ეს.
სახელმწიფო ასეულობით მილიონს ხარჯავს ამ ყველაფრისთვის. ამ ყველაფერს ხარისხიანად აკეთებს, თუ უხარისხოდ, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ცდილობს და მიზანიც ერთი აქვს - რაც შეიძლება მეტი ტურისტი.
დავიწყოთ!
01) პირველი უდიდესი დარტყმა ქართული ტურიზმისთვის, თუმცა დაძლევადი პრობლემა გახლავთ (დაძლევადი ანუ კანონის ჩარჩოში მოქცევადი) აზიელი მუსულმანების მიერ გახსნილი ბარები, ღამის კლუბები და ჩილიმბარები. სანამ ნაციზმში დამადანაშაულებთ, ბოლომდე ჩაიკითხეთ პოსტი და ნახავთ, რომ ნაციზმი არაფერშუაშია.
რა ხდება რეალურად მათ დაწესებულებებში?
ა) აბსოლუტურად ყველა დაწესეულებაში მიმდინარეობს არალეგალური პროსტიტუცია, გამოვყოფბი მცირე და არასრულწლოვანთა პროსტიტუციას. (პროსტიტუცია ისედაც არალეგალურია, მაგრამ მაინც)
ბ) აქვთ არანორმალურად ძვირი ფასები სასმელებზე, უფრო სწორად ძვირი აღარ ჰქვია მას, როცა ერთი ჭიქა ვისკი ან სხვა სასმელი 2 000 ლარი ეღირება. ფასი არასტანდარტულია, ანუ ერთს შეიძლება გადაახდევინონ 1500 ლარი, მეორეს 2300 ლარი.
გ) კლიენტი (ტურისტი) თუ აპროსტესტებს ან ვერ იხდის ამხელა ფასს, ძირითად შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდებიან, სცემენ სასტიკად..
შემდეგ სიკვდილით ემუქრებიან ტურისტს და ალბათ ეშინია პოლიცია ჩარიოს, რადგან უმეტესი ასეთი შემთხვევებისა პოლიციის ჩარევის გარეშე სრულდება, თუმცა როცა პოლიცია ჩარეულა ეს უცხოელი "ბიზნესმენი" კრიმინალები არასდროს დაუსჯია კანონს მოტივით - ბიუჯეტში ფული შემოაქვთ.
ასეთ ვითარებაში მოხვედრილი ტურისტი, რომელიც გართობის, ღამის კლუბებისა და ა.შ. მოყვარულია, რომელსაც ათასობით ლარი გადაახდევინეს ერთ ჭიქა სასმელში და თუ ვერ გადაიხადა, ან დააგვიანა გადახდა, სასიკვდილოდ სცემეს, ის აღარასოდეს ჩამოვა საქართველოში! მათი დიდი ნაწილი გამოკითხულია და საქართველოში იმ ერთხელ ჩამოსვლასაც, შეცდომას უწოდებენ.
მსგავს ფაქტებს ვერსად ნახავთ ქართველებისა და ევროპელების გახსნილ ობიექტებში, ერთი შემთხვევაც არსად ფიქსირდება და ამ პრობლემას რეალურად შეიძლება ეწოდოს აზრიურ-მუსულმანური პრობლემა, რადგან მხოლოდ მათთან ხდება ასეთი ფაქტები.
ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ქართული ტურიზმისთვის, რაზეც რატომღაც არავინ საუბრობს! შეიძლება იმ მოქალაქეს, რომლის ცხოვრება სახლით და სამსახურით, ან მხოლოდ სახლით იწყება და სრულდება, ვერც გაიგოს რაზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს პრობლემა რეალური და აქვეა, ჩვენგან ორ ნაბიჯში.
----
02) დარტყმა ნომერი ორი გახლავთ სასტუმროებსა და რესტორნებში მომსახურე პერსონალი. ამ პუნქტში უშუალოდ მომსახურების ხარისხზე ვისაუბრებ.
ა) ენების არცდონა, ძირითადად ინგლისურის უცოდინარი პერსონალი ჰყავთ სასტუმროებს, ჰოსტელებს, გესთჰაუსებსა და საკვებ ობიექტებს, რაც უდიდეს პრობლემას უქმნის ტურისტს.
ბ) მხოლოდ ენის არცდონა როდი გახლავთ პრობლემა, ენასთან ერთად ღიმილიც არ იციან საქართველოში და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ღიმილი აბედნიერებს არა მხოლოდ ტურისტ, ყველა ადამიანს. ამიტომაც "მამისმკვლელი" სახითა და "ჩემი ვალი გაქვს" სახით უწევენ მომსახურებას, რაც ასევე დიდი დისკომფორტია ტურისთვისთვის. ტურისტი ბედნიერი არაა ასეთი მომსახურების მიღების დროს, რაშიც ფულს იხდის, მაგრამ აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ბედნიერების ნაცვლად კი სტრესს იღებს და აღარ სურს კვლავ განახორციელოს ვიზიტი საქართველოში, რადგან მთელ ქვეყანას იმ ერთი და ორი ადამიანით აფასებს, რომელტანაც ჰქონდა უშუალო კონტაქტი.
გ) უხარისხო საკვები პროდუქტები.
ე.ი. თუ სასწაულად დიდი ფასები არ აქვს რესტორანს, არ არის მაღალი კლასის და მდებარეობს ტურისტულ ზონაში, დარწმუნებული იყავით, რომ უვარგისი კერძებით უმასპინძლდება ტურისტს. არაფერს ვაჭარბებ, არ გეგონოთ რამეს ვამატებ! ერთ მაგალითს გეტყვით, ჩამოთვლა რომ არ დავიწყო სათითაოდ. ხაჭაპურის ქვეყანაში, ტურისტულ ზონაში, ტურისტს ტაფაზე "გამომცხვარ" ხაჭაპურს, იმასაც ნახევრად ცომს, დაბალი ხარისხის ყველით რომ "მიართმევენ", ფასს კი კარგა ძვირს ახდევინებენ, ის ტურისტი მიდის და საუბრობს, რომ ხაჭაპური ესაა ერთ-ერთი ყველაზე უგემური რამ, რაც ოდესმე გაუსინჯავს.
დ) ცალკე ქვეპუნქტად მინდა გამოვყო რეგიონებში არსებული ხარისხი, განსაკუთრებით მთიან ზონებში. საშინელება ხდება, თუ მაღალი დონის სასტუმროსთან არ აქვს ტურისტს შეხება, რასაც უკეთებენ ესაა ყვლეფა. ყვლეფენ იმ დონეზე, რეალურად რომ ნახოთ, ერთ წამში შეგეცვლებათ წარმოდგენა საქართველოს მთიან მოსახლეობაზე. თუ მანამდე იცოდით, რომ ისინი იყვნენ ალალები და უეშმაკოები, დღეს ნახავთ, რომ ფულზე გამწარებული, საშინლად გააფერისტებული, თითქმის ყველაფერზე წამსვლელი პერსონალთან გაქვთ საქმე და მაინც ვერ აძლევენ იმ ხარისხს, რასაც ტურისტის გადახდილ-წაგლეჯილი ფასი იმსახურებს.
ანუ სერიოზული პრობლემა გვაქვს მომსახურებისა და კვების სფეროში, თუმცა ესეც დაძლევადია, მაგრამ სახელმწიფო აქ ალბათ ვერაფერს გააკონტრლებს, ისევ ბიზნესმენების შეგ(ნება)-სურვილის ამბავია. არ ვსაუბრობ მაღალი კლასის სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე, რადგან მათი მომხმარებელი ძირითადად ბიზნეს კლასია ან ძალიან მდიდარი ტურისტი, რომელთა რიცხვიც მცირეა.
----
03) მესამე აუღებელი ციხე-სიმაგრე გახლავთ ტაქსისტები.
აი, ეს ხალხი ცალკე საზოგადოებაა მგონი. მათშიც არიან წესიერები, თუმცა მათი უმრავლესობა უნამუსოა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ტურისტები შორ მანძილზე იშვიათად გადაადგილდებიან და ამ მცირე მანძილზეც კი ე.წ, სტავკა 10-15 ლარი აქვთ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ორთაჭალის აბანოებიდან ავლაბრის მეტროსთან როგორ აიყვანა 25 ლარად ტაქსმა შუახნის ტურისტი ცოლ-ქმარი.
ტაქსისტების გარდა, ე.წ. "სტაიანჩიკები" პატიოსანიხალხი გგონიათ? სიონის უკან, ჯვრის მამის ეკლესიის წინ, ორი საათით გაჩერებულ მანქანას 20 ლარი დასტყუა, საათი 10 ლარი ღირსო.
ეს იმდენად მასიური და საკმაოდ ყურადსაღები პრობლემაა დღეისთვის, რომ წესიერი გიდები, რომლებიც ხვდებიან ტურისტებს და მიჰყავთ აეროპორტიდან სასტუმრომდე, სპეციალურ ფასთა სიასაც აძლევენ, რადგან იცოდნენ გადაადგილების რეალური ფასები და არ გააწეწინონ ტაქსისტებს თავი.
P.S. ამ ყველაფრის რეზიუმე ისაა, რომ სახელმწიფო რაში და რატომ იხდის ამხელა ფასს, ვერ და არ ვაცნობიერებთ. ეს ხო ჩვენი ფულია, საქართველოს მოქალაქეების ფული, რომელსაც ისევ ჩვენ ვერ ვუვლით. მაქსიმალურად მოკლედ ვისაუბრე ყველაფერზე, სათქმელი კი ბევრად მეტია.
ეს სამი პრობლემა ვერაფრით განავითარებს ტურიზმს, უკან დასწევს უფრო, თუ არ მიეხედა რაღაც მეთოდებით. მიხედვა არავის უნდა და რეალურად რა ხდება დღეს. ეს ვაიუფლებადამცველები გამწარებულები იცავენ კრიმინალი და არალეგალი აზიელების უფლებებს, ხოლო მჯიღის მკერდზე მოპარტყუნე ვაიქართველები - უვარგის ქართველებს.
ჯერ კიდევ გვაქვს გადარჩენის შესაძლებლობა და ერთმანეთის სიძულვილისა და ქვეყნის გაყიდვის ნაცვლად, ერთად რომ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ნუთუ მართლა ასე რთულია?!


ავტორი: გიორგი მაჭარაძე
mediamall.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment