Pages

Monday, July 17, 2017

მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ

უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, ბიძაშვილს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მეზობლის ინფორმაციით, ბიჭი დაკარგულია და მას ვერ უკავშირდებიან. მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ.

მეზობლებისვე ინფორმაციით, დეიდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ფოთში იმყოფება და ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment