Pages

Friday, July 21, 2017

ირაკლი კოპლატაძე - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეების ზარები შემოვიდა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე ქართველი დამსვენებლების მხრიდან ზარები შევიდა, რომელიც ძირითადად, მიწისძვრის შიშით იყო გამოწვეული. 
„ამ დროისთვის, საელჩოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საბერძნეთის მხარეს, ეგეოსის ზღვასთან. ბოდრუმში იყო საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. დაზიანებულია ძველი შენობები, მაგრამ, რაც მთავარია, მსხვერპლი არაა. 
ამ მომენტისთვის, 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა, მათ შორის ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იყო ცხელ ხაზზე შემოსული ზარები, ძირითადად, შიშის მომენტიდან გამომდინარე. თუმცა, ამ დროისათვის, დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები“ - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.
თურქეთის ქალაქ ბოდრუმსა და საბერძნეთის კუნძულ კოსს შორის მომხდარი, 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთში ორი ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი კი, დაშავდა. რაც შეეხება თურქეთს, დაშავებულია 90-მდე ადამიანი.
1tv.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


 

No comments:

Post a Comment