Pages

Monday, July 3, 2017

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2017 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი, უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-80 ჩოგანი, არგენტინელი კარლოს ბერლოკი სამ სეტში, 6:4, 7:6, 6:1 დაამარცხა.
მატჩი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო, რასაც პირველი სეტის მოგება მოყვა, მეორე სეტში 34 წლის მეტოქემ მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და საბოლოო ჯამში ქართველმა ჩოგბურთელმა სეტში გამარჯვება ტაიმბრეიკზე გადაწყვიტა. დაპირისპირების მესამე სეტში გადამწყვეტი გამოდგა. ბასილაშვილს მოგება არ გასჭირვებია და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რეიტინგში 28-ე პოზიციაზე მყოფი ამერიკელი სემ კუერი იქნება.
1tv.ge

No comments:

Post a Comment