Pages

Monday, July 3, 2017

„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს კატეგორიულად აფრთხილებს, ჩართონ კონდიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩი მძღოლების მიმართ მკაცრი სანქციები გატარდება

„თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, მიკროავტობუსების ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდიცირების სისტემა მოწესრიგებულია და მძღოლები საზაფხულო საშეღავათო სისტემით სარგებლობენ. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში კონდიცირების სისტემა ჩართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება ურჩი მძღოლების მიმართ მკაცრი სანქციები გამოიყენოს.
„ინტერპრესნიუსი“ კომპანიის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდიცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ. ასევე, უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს, ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე 32 2 200 340. „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს. ამასთან, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმურ გადასახადს“, - კომპანიაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment