Pages

Sunday, July 16, 2017

ვ ი დ ე ო - ტრაპიზონთან ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მშობელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს



ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელი „მოამბესთან“ ავარიის დეტალებს იხსენებს.
როგორც მაკა ბიჩინაშვილმა განაცხადა, ავარიის დროს ავტობუსში ყველას ეძინა. მისივე ინფორმაციით, ანსამბლი თბილისიდან ბულგარეთში მიდიოდა.
„ბულგარეთში მივდიოდით. საბაჟოდან 02:00 საათზე გამოვედით, ავარია დაახლოებით 6-ის წუთებზე მოხდა, უკვე თენდებოდა. მეძინა და რომ გამოვიღვიძე, მივხვდი ავარიაში ვიყავით მოხვედრილი. შემდეგ გავითიშე და სხვა დეტალები აღარ მახსოვს. გვეძინა ყველას, არ ვიცით რა გახდა ავარიის მიზეზი“,-ამობობ დაშავებული მოზარდის მშობელი.
ამასთან, ტრაპიზონთან ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ოთხი დაშავებული რჩება.
„საავადმყოფოში რჩებიან ავტობუსის მძღოლი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე ანსამბლის ხელმძღვანელი თავის ტვინის დაზიანებით, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც კიდურის დაზიანებით იმყოფება სტაციონარში. ერთ-ერთი ბავშვის დედას კი ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა“,- განაცხადა მიქელაძემ.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია.
თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“  წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.
ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




No comments:

Post a Comment