Pages

Thursday, July 13, 2017

ანიმაციური ვიდეო - როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება

2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწის ოკეანეების დონე მოსალოდნელზე უფრო სწრაფად იწევს მაღლა. კოსმოსური სააგენტოს გათვლებით, მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე სულ მცირე 90 სანტიმეტრით აიწევს. 
ეს მაჩვენებელი სრულიად საკმარისია, რათა მთელ მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდეს, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. მაგრამ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა და მთლიანად გადნა დედამიწის პოლუსების ყინულოვანი საფარი და მყინვარები, ოკეანის დონემ გამაოგნებელი მაჩვენებლით, 65,8 მეტრით უნდა აიწიოს. საინტერესოა, სად წავა, ხმელეთის რომელ ადგილებს დაიკავებს ეს წყალი? 
გამოცემა Business Insider-მა შექმნა ანიმაციური რუკა, რომელიც ვირტუალურად გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, თუ როგორი იქნება დედამიწის თითოეული კონტინენტი ყინულის გადნობის შემდეგ. ვიდეო მართლაც შემზარავია. 
მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება იმ ზონების ბედი, რომლებიც პირველი მოექცევა წყალქვეშ — დაბალი კუნძულები და ისეთი ქალაქები, როგორიცაა ვენეცია. ერთი შეხედვით, ამით პლანეტა დიდად არ შეიცვლება. 
რაც შეეხება აზიას, სიტუაცია აქ ბევრად უფრო შემაძრწუნებელია — ოკეანის ქვეშ ექცევა ისეთი უზარმაზარო ქალაქები, როგორებიცაა კოლკატა (ყოფილი კალკუტა) და შანხაი (ერთად აღებული ორივე მათგანის მოსახლეობა 19 მილიონს აჭარბებს). საკმარისია იმის თქმაც, რომ ტერიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელსაც ფლორიდასთან დამშვიდობება მოუწევს.
ყველაზე შოკისმომგვრელი კი ისაა, რომ ეს რუკა არ წარმოადგენს ნაკლებად სავარაუდო მომავლის რაიმე სულელურ პროექციას. ეს ყველაფერი ალბათ ჩვენს სიცოცხლეში არ მოხდება, მაგრამ მეცნიერები რეგულარულად პროგნოზირებენ მომავალს, რომელშიც დედამიწაზე მუდმივი ყინულები აღარ იქნება. 
თუკი ატმოსფეროში დიდი ოდენობის ნახშირორჟანგი ავა, დედამიწის ზედაპირი მეტად გათბება და ზღვის დონის აწევა ალბათ ყველაზე ნაკლები თავის ტკივილი იქნება. პროგნოზების მიხედვით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა 26,6 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, ამჟამინდელი 14,4 გრადუსის ნაცვლად, რაც მრავალ ცხოველსა თუ მცენარეს სრულიად მოსპობს. 
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მსგავსი პროექციების შესახებ წარსულშიც მრავალჯერ გვსმენია, ალბათ განსხვავებული შეგრძნებაა საკუთარი თვალით იხილო, თუნდაც რუკაზე — თუ როგორ უცვლის ჩვენი ქცევა ფიზიკურ ფორმებს ჩვენივე პლანეტას.  
უყურეთ ვიდეოს და გახსოვდეთ თუ რამდენად ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია საკუთრი თვალით ვიხილოთ დიდი ბარიერული რიფის საოცრებები, ვენეცია ან მალდივის კუნძულები მთელი თავისი დიდებულებით.  
1tv.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment