Pages

Monday, July 3, 2017

Facebook-ი იმ მომხმარებლების სტატუსებს დამალავს, რომლებიც ბევრს პოსტავენ

Facebook-ი სოციალურ ქსელში იმ მომხმარებლების სტატუსებს დამალავს, რომლებიც იუზერების სიახლის ველში ხშირად ჩნდებიან და ე.წ. სენსაციურ მასალებსა და დეზინფორმაციას დებენ. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც The Independent ავრცელებს.
Facebook-ის ცნობით, კომპანია გეგმავს შეამციროს "დაბალხარისხიანი ბმულების მომხმარებელთა სიახლის ველში გამოჩენა". როგორც ირკვევა Facebook-მა კვლევა ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფები "რუტინულად და დღის განმავლობაში დიდი სიხშირით, საჯარო კატეგორიის მითითებით (Public), აქვეყნებენ პოსტებს, რომლებიც დანარჩენი მომხმარებლების კედელს "სპამავს".
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში ბევრი პოსტის გამზიარებლები, ამავდროულად, უხარისხო ინფორმაციას ავრცელებენ. აქედან გამომდინარე, Facebook-ი გამოქვეყნებულ სტატუსებს გარკვეულ "პრიორიტეტებს" მიანიჭებს, რომლებსაც მომხმარებელთა სიახლის ველში მოხვედრის შესაძლებლობა ექნებათ. 
Facebook-ის ადმინისტრაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელს უფრო მეტად "ინფორმაციულს გახდის".
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment